გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ (უმეტესად შიდა ქართლში, ასევე მთიან რეგიონებში) რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერად ძლიერი ქარი.
თბილისში 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 24-25 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ოქტომბერი უნალექოდ ჩაივლის, 24-25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, ხოლო 24-25 ოქტომბერს +23, +25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურას 23 ოქტომბერს დღისით +26, +28 გრადუსს, ხოლო 24-25 ოქტომბერს +22,+24 გრადუსს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 23 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 25 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +25, +27 , ხოლო 24 -25 ოქტომბერს +19, +21გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 23 ოქტომბერს შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 23 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსი იქნება, 24-25 ოქტომბერს კი, +14+16 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 24 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში და 25 ოქტომბერს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს სააგენტო 23-25 ოქტომბერს დღისით +20, +22 გრადუსს პროგნოზირებს.
კახეთში (საგარეჯო,თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 23-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 23 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურას დღისით +19, +21 გრადუსს პროგნოზირებენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 23 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. 24-25 ოქტომბერს კი შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი.