გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა, ნატანების იუსტიციის სახლზე, დღეს ადრე დილით განახორციელეს
თავდამსხმელებმა შენობაში შეაღწიეს, იქ დამონტაჟებული ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ჯერ გაიტაცეს და შემდეგ, იქვე, იუსტიციის სახლის ეზოში, ააფეთქეს
შსს ში ამ დრომდე, მომხდარზე, კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.
პოლიციას გადაკეტილი აქვს შემთხვევის ადგილზე მისასვლელი გზა
ფუნქციონირება შეაჩერა ნატანების იუსტიციის სახლმა
პოლიციამ ჟურნალისტებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში შესვლის ნება და თანამშრომლებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მოგვცა.
მომხდარზე ვერაფერს ამბობენ ადგილობრივებიც
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ბოლო დროს გახშირდა – ამას კი ხელისუფლებისა ფა კრიმინალური სამყაროს ახლო ურთიერთობა განაპირობებს
ცნობისათვის ბოლო წლებში – ეს ნატანების იუსტიციის სახლიდან, სწრაფი ჩარიცხვისა აპარატისა და ბანკომატების აფეთქებისა და გატაცების – მეხუთე შემთხვევაა