ბახველი აზნაური გიორგი ბოლქვაძე

მეცნიერი და მეწარმე, ქართული კონიაკის წარმოების პიონერი დაიბადა 1835 წელს გურიაში, სოფელ ბახვში აზნაურის ოჯახში.
ღვინის წარმოებას და არყის ხდის, წმენდის, გასუფთავების, შეზავების ტექნოლოგიას სწავლობდა კონსტანტინეპოლში, 1853 წლიდან კი სწავლა დაიწყო ათენის მიწათმოქმედების აკადემიაში
იყო სამი აკადემიის წევრი:
– ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის – წევრი
– პარიზის ეროვნული აკადემიის – ნამდვილი წევრი
– პარიზის ნიადაგის მცოდნეობის აკადემიის – ნამდვილი წევრი
გიორგი ბოლქვაძემ დავით სარაჯიშვილზე 23 წლით ადრე 1865 წელს დაიწყო კონიაკის წარმოება, მანამდე კი 1860 წელს ქუთაისში გახსნა ლიქიორისა და არაყის ქარხანა. ბოლქვაძის ქარხანა არამარტო კავასიაში, არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში ერთერთი პირველი იყო სადაც იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სასმელებს. ძირითადი ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული ახლდათ. ქარხანაში მზადდებოდა ქართული კონიაკის, ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა. ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბოლქვაძის არაყი “ქინაქინა”.
ივანე ჯავახიშვილი წერდა – „საოცარად ვითარდებოდა ქართული კონიაკის ისტორია, იგი დაიბადა ქუთაისში 1865 წელს, მაშინ როდესაც გ. ბოლქვაძემ შექმნა მისი პირველი ნიმუშები, რომლებმაც მოიპოვეს ჯილდოები სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის 1878 წელს პარიზში, სადაც სასოფლო-სამეუნეო გამოფენაზე ბოლქვაძის კონიაკმა მარკით „კავკასიური ნატურელური კონიაკი“ მოიპოვა ოქროს მედალი“.
ბოლქვაძის კონიაკმა მარკით – „კავკასიური ნატურელური კონიაკი“ (Натуральный кавказский коньяк) სხვადასხვა გამოფენებზე მიიღო 18 მედალი აქედან 5 უმაღლესი დონის.
„ხელოვნური კონიაკი N3“ (Искусственный коньяк № 3) – 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე მიიღო უმაღლესი ჯილდო, ამავე კონიაკს მიღებული აქვს 8 გამოფენაზე სხვადასხვა დონის მედალები.
“ძველისძველ კონიაკი” (Очень Старый (ОС) მიიღო ჯილდო 1876 წელს ფილადელფიაში
1876-1990 წლებში გიორგი ბოლქვაძის კონიაკებმა მონაწილეობა მიიღეს 30-ზე მეტ მსოფლიო, საერთაშორისო და სპეციალიზებულ სამრეწველო გამოფენაში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, გერმანია, სამხ. აფრიკა, რუსეთი და სხვა). მის მიერ შექმნილ სასმელებმა 1865-1900 წლებში მოიპოვა 100-ზე მეტი ჯილდო. აქედან 76 მედალია, მათ შორის 49 ოქროს და ვერცხლის.
პირადად გიორგი ბოლქვაძეს მიღებული აქვს 17 სხვადასხვა ქვეყნის ჯილდო, მათ შორის – ფრანგული “MERITE AGRICOLE”, 2 სახის “შევალიე და ოფიცერ”, “ვაზის რესტავრაციისათვის”, ორდენი-ნიშნები პარიზის ნაციონალური აკადემიისაგან, ბრიუსელის მსოფლიო მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნების აკადემიისაგან.
ფოტოებზე:
– გიორგი ბოლქვაძე
– გიორგი ბოლქვაძის სასმელების ეტიკეტები
– ბოლქვაძის კონიაკის ბოთლი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share