რუსი სამხედროები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში

ქართველთა უწმინდეს სალოცავს ოკუპაცია ემუქრება. რუსი სამხედროები უკვე სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მის მიმდებარე მთის ფერდზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ ოკუპანტები უშუალოდ ეკლესიის მიმდებარედ პატრულირებენ და ტაძრის ეზოს სადაზვერვო დაკვირვებისთვის იყენებენ. არც ქართველი სამხედროები და არც საპოლიციო ძლები ლომისის ტაძრის მიმდებარედ არ იმყოფებიან და რუსებს აქ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ – ოკუპანტები ფაქტობრივად აკონტროლებენ ამ ტერიტორიას.

და ამით მცოცავი ოკუპაციისა და “ქართული ოცნების” დუმილის დრამა არ მთავრდება. ცხინვალში ხმამაღლა აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ლომისის მონასტრის ტერიტორიას, არამედ დამატებით 208 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს მიიერთებენ. საოკუპაციო ტერიტორიების რუკები მზად არის და ადგილებზე უკვე პატრულირებენ რუსები. რაჭის საზღვართან რუსებმა უკვე საგუშაგოებიც კი ააშენეს. საოკუპაციო ძალები სახნავ-სათესი მიწების, საძოვრებისა და სასაფლაოების მიტაცების შემდეგ ახლა უკვე უწმინდეს სალოცავებსაც გვართმევენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share