”როდესაც ამბობ, რომ ხალხს ეკუთვნის [კანდიდატის სტატუსი] და ხალხს მიეცა და საზოგადოებას და მთავრობა აქ არაფერ შუაშია, აი, ეგ არის თვალთმაქცობის რაღაც პიკი. იმიტომ, რომ ერთობის გარეშე არაფერი არ ხდება, მთავრობა აირჩია საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მეტსაც გეტყვით, თუკი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ამაში ლომის წილი ქართულ ოცნებას ეკუთვნის. იმიტომ, რომ არ შეიძლება განიხილო, ერთი მხრივ, უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და აი, ამ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლებას დააბრალო, რომ რუსეთთან რაღაცა საეჭვო გარიგებებში შედის. ”