პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლაზე განაცხადა: “ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ, დანარჩენებიც, რომ ამ გზას დაადგენენ, ალბათ, უკეთესი იქნება. პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში. თავისთავად, პარლამენტი რომ ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს, ეს არამხოლოდ ჩემი, საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების აზრია. რასაკვირველია, ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დანარჩენებიც რომ ამ გზას დაადგენენ ალბათ, უკეთესი იქნება. მე ვთვლი, რომ პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში ყოფნით. ქუჩიდან პროცესების მართვა შეუძლიათ, ოღონდ ეს დესტრუქციული პროცესია, ეს იქნება მუდმივი საპროტესტო ტალღა. საკანონმდებლო მუშაობა და ქვეყნის მართვა ქუჩიდან არ შეიძლება, არ გამოდის. ვფიქრობ, რევოლუციურ სცენარს ვერ მოახდენენ. ამას შეიძლება უამრავი დრო, ენერგია და ქვეყნის ინტერესები შეეწიროს. არ აქვს ამის რესურსი დღეს ოპოზიციას. საზოგადოებაც არ თანახმა, რომ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები იყვნენ მათი პროტესტის ლიდერი, თუ წარმოიშვა საზოგადოებრივი პროტესტი. საზოგადოებრივი პროტესტისთვის ნიადაგი არის, სოციალური განსაკუთრებით. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც საპროტესტო განწყობა აქვს, მიუღებელია ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი, როგორც ამ საპროტესტო განწყობის. თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ცუდი არ იქნება. მხარდამჭერების დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ. ქუჩაში არის მხოლოდ პროტესტი. მე ვიყავი არაერთი ასეთი პროტესტის მონაწილე“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.
მსგავსი სტატიები
- 93
"ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ოპოზიციას ამომრჩევლის მხოლოდ 30% ენდობა",- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა. --- ის, რაც დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხდება დემოკრატიის თამაშია და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი შეხება არ გააჩნია. დემოკრატიის პრინციპის იგნორირებაზე ქვემოთ მოგახსენებთ და ახლა პირდაპირ ფაქტებზე - ანუ რიცხვებზე გადავალ. აქვე აღვნიშნავ…
- 92
ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…
- 92
"ეს წერეთელი, ეს თაღლითი კაცი, ნონა იმნაძეს მოვხსნიო იმუქრება და იქ თეატრში, სხვების თანდასწრებით მაგინებდა თურმე... ეს უზრდელი, რომ კითხო გენიოსია და ყველაფერი იცის. ფულის კეთება იცის როგორც ჩანს მარტო"-გვიყვება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ, დავით წერეთელზე, რომელსაც აღნიშნულ დაწესებულებაში დანიშვნის დღიდან არა ერთი უკმაყოფილო და…
- 92
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…