ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
”თუ ბოლომდე განხორციელდა, ივანიშვილის გეგმით, მივიღებთ ასეთ სურათს :● ჩაბეტონებული ოლიგარქიული მმართველობა● რუსეთზე ჩამოკიდებული ქვეყანა. ნატო და ევროკავშირი ნახვამდის.● დიქტატურის პირობებში ბიძინასთვის ფულის საჭრელი დაზგა. ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, გარკვეული პროექტები, საიდანაც ხელისუფლება კიდევ უფრო გამდიდრდება.● დასავლეთთან ისეთი ურთიერთობები, როგორიც შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანსა აქვს. რუსეთის მიერ ნებადართულ დონეზე, რომ მაგ მოდელითაც ფული გაკეთდეს.● რაც ამ დერეფანში გაივლის, ისევ ბიძინასა და რუსებისთვის დაწერს ფულს.● დემოკრატიიდან დარჩება რამდენიმე პოლიტიკური პარტია ფორმალურად, თავისუფალი მედია პრაქტიკულად არ იარსებებს. ყველაფერს დახურავს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახრჩობს.● დაშინებული მოსახლეობის სრული კონტროლი და რეპრესიები● არჩევნები მხოლოდ ფორმალურად დარჩება● მხარდამჭერთა საბაზისო რაოდენობას აჭმევს, დანარჩენი იქნება მშიერი, დაჩმორებული, რეპრესირებული, გაქცეული.ესაა მისი საოცნებო ბიზნეს მოდელი. ეს არ უნდა დავუშვათ !” – წერს სანაია.