არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ ესეთი გადაცემის გაკეთებისას იმიტომ, რომ ხალხში ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია – ამბობს “მთავარ არხთან” საუბარში ლომისის ტაძრის წინამძღვარი, დავით ბურდული.
მისი თქმით, ოკუპანტები იქ მუდმივად “პატრულირებენ” და “არ უნდა გავაღიზიანოთ”.
“აქ მოდიან, ჩვენ შევიპატიჟებთ, ჩაის ვასმევთ, ყავას ვასმევთ, თვითონაც სულ რაღაც საჩუქრები ამოაქვთ, ხან შოკოლადი ამოაქვთ, ხან რა ამოაქვთ და ასე თბილად, მერე გადიან, ეს მათი პერიმეტრია” ამბობს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა, დავით ქაცარავამ ლომისის ეკლესიის კადრები გაავრცელა. მისი თქმით, რუსებს ახალი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა აქვთ.