ამ წუთენში გადაკეტილია ბათუმი-ფოთისა და თბილისი-ფოთის ცენტრალური ავტომაგისტრალი.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც საპატრულო, ასევე პოლიციის წარმომადგენლები.
მიმდინარეობს ყველა იმ საგზაო ნიშნისა და სარეკლამო ფირნიშების დემონტაჟი ქალაქ ფოთიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან შემოტანილი ბაობაბების ტრანსპორტირებას.
ბაობაბები კენიიდან ფოთის პორტში დღეს შემოვიდა და დილამდე იგეგმება მისი შეკვეთილში ტრანსპორტირება.
ფოთისკენ მიმავალი ავტომანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ, თუმცა დიდი გაბარიტის მქონე მანქანები ამ ფუფუნებას მოკლებულია, რაც გზაზე საცობებსა და პრობლემებს გზაზე ქმინს.