ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის „გურიას“ ერთ-ერთ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცოტა ხნის წინ, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზიდან ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და გუნდის სხვა პერსონალი შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
ამ მიზეზით გადაიდო მატჩი, რომელიც „გურიას“ 15 ოქტომბერს ფოთში, „კოლხეთი-1913“-თან უნდა გაემართა. მატჩის გამართვის თარიღმა კი კიდევ გადაიწია და იგი მოგვიანებით ჩატარდება.
„გურიას“ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა კორონავირუსზე ტესტირება უკვე გაიარეს.