ხვიჩა კვარაცხელია “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან ერთად დაესწრო.
”ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. აქ დიდებული ფეხბურთელები არიან. ”ოქროს ბურთს” კი ჩემი აზრით , ლეო მესი იმსახურებს. მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, რაც მან გააკეთა” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში.