სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, გადააბიჯოს იმ ”არ და არასდროს” და გაათავისუფლოს სააკაშვილი – გვარამია

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს. “მთავარი არხის” დამფუძნებელმა პრეზიდენტის “რეაქციას” ეთერიდან მიმართა.

გვარამია სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ის შეიწყალა, ახლა სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

”სალომე ზურაბიშვილს, ჩემი შეწყალება არ მითხოვია მისთვის, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე – კვდება-არკვდება რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს, ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, იმიტომ, რომ არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მიიღო, უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ არა და არასდროს და სააკაშვილი გაათავისუფლოს – დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს, ეგრევე მოიხსნება,“ – ამბობს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share