თუ “რესპუბლიკელები” უკრაინის დახმარების დაბლოკვას დაიწყებენ ბაიდენი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

“საუდის არაბეთი ისრაელთან დაწყებულ მოლაპარაკებებს ომის შემდეგ გააგრძელებს – ახალი ამბები მსოფლიოდან

“თეთრმა სახლმა” უარი უთხრა წარმომადგენელთა პალატას – “რესპუბლიკელებს” ამერიკის კონკრესში შემოსული 100 მილიარდიანი დახმარება ორ ნაწილად გაეყო და სასწრაფო წესით პირველი კენჭი ისრაელისა და ტაივანის დახმარებისათვის ეყარა,

“რესპუბლიკელები” ამ გზით ცდილობენ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ცალკე საკითხად გამოყოფას და მისთვის ცალკე განხილვასა და კენჭისყრას.

“თეთრი სახლის” წარმომადგენლის, კირბის განცხადებით, ისრაელისა და უკრაინისათვის დახმარებების ცალ ცალკე განხილვა გამორიცხულია

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი, წარმომადგენელთა პალატის წარმოდგენილ კანონპროექტს, თუ მასში არ იქნება ასახული უკრაინის დახმარება, ვეტოს დაადებს.

ვროპელი პოლიტიკოსები, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე ბალტიის ქვეყნები, უახლოეს დღეებში ესტუმრებიან ამერიკას.

ვიზიტის მიზანი, ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთებაა “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლების მცდელობის გამო-შეუმცირდეს უკრაინას სამხედრო დახმარება

ამასობაში ევროკავშირმა უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის 336 მილიონი ევრო გადასცა

“თეთრი სახლის” წარმომადგენელმა, კირბიმ დაადასტურა, რომ საუდის არაბეთი მზადაა და არ შეუცვლია გადაწყვეტილება დაალაგოს ურთიერთობები ისრაელთან და გააგრძელოს მოლაპარაკებები დიპლომატიურ ურთიერთობებთან და ამ ორი ქვეყნის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით-სექტორ ღაზაში მიმდინარე ომის შემდეგ

ამერიკაში სამი რუსი მოქალქე დააკავეს-მათ ბრალად ამერიკიდან ელექტრონული ტექნიკის გატანა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებისათვის-ედებათ-ამერიკის იუსტიციის  სამინისტროს ცნობით, ამ ადამიანებმა ამერიკიდან დღემდე 10 მილიონი დოლარის ღირებულების  სამასი პარტია ელექტრონული ტექნიკა უკვე გაიტანეს

ავდეევკაში 24 საათიან ბრძოლების შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და “ტერიტორიული სტატუს კვო” შენარჩუნდა-პარალელურად რუსები აგრძელებენ ცოცხალი ძალების კონცენტრაციას ავდეევკას მიმართულებაზე

ისრაელის 11 ჯარისკაცი დაიღუპა გუშინ ტერორისტების ერთ ერთ ბაზაზე ჯიდასთან მიმდინარე ბრძოლებისას-ისრაელის არმიის პრეს სამსახურის ცნობით ეს ბაზა აღებულია და 50 ზე მეტი ტერორისტი რომლებიც ამ ბაზას იცავდნენ ლიკვიდირებული=ისრაელის არმია განაგრძობს სექტორ ღაზაში წინსვლას და ცდილობს სექტორის ყველაზე დიდ ქალაქს გაზას სამი მხრიდან მიადგეს=საუბრობენ რომ ისრაელმა სექტორის მთავარ ავტომაგისტრალზე კონტროლი უკვე დაამყარა… მიუხედავად ამისა ისრაელი აცხადებს რომ ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია დაწყებული არ არის და ამ ოპერაციებში მხოლოდ ორი სატანკო ბრიგადა და 20 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს… ამასობაში ჰამასი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს ისრაელის ქალაქებზე…

მასალა მომზადებულია დასავლელ ექსპერტთა მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share