ჟურნალისტი არჩილ გამზარდია დავით გარეჯთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“რამდენიმე რამ, რაც ვერ გავიგე გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებზე:
1. 2004 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა გარეჯში რომელიმე ნაწილის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი?
2. თუ არ შეიცვალა, რას ვდაობთ?
3. თუ შეიცვალა, მაშინ მსგავსი შეთანხმებით შეუძლებელია ერთი სახელმწიფოს ხელისუფლება იყოს დამნაშავე, მაშინ “გამყიდველიც” და “მყიდველიც” თანაბრად დამნაშავეა, რადგან ყველანაირი საჯაროობის, ღიაობის, გაფორმების და ა.შ. გაუკეთებია.
თუ ორივე თანაბრად დამნაშავეა, დღევანდელ ხელისუფლებას რატომ აქვს პრეტენზია მხოლოდ წინამორბედების მიმართ და არა აზერბაიჯანის მიმართ, რომელმაც მსგავსი ლოგიკით ყველა წესს და საჯარო ვალდებულებას აარიდა თავი?
4. თუ საქართველოს ხელისუფლება თვლის რომ ტერიტორია გაყიდულია, მაშინ რატომ არ მოითხოვს ახსნა-განმარტებებს, პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან?
5. ხოლო თუ თვლის რომ ტერიტორიის ნაწილი ისევ სადაოა, მაშინ რატომ იჭერს კარტოგრაფებს? არ შემდგარ დანაშაულზე?
6. კარტოგრაფი არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირს, კარტოგრაფი შეიძლება მუშაობდეს შეცდომით ან გარიგებით, რაც ცალკე გადაცდომა და დანაშაულია, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს საკმაოდ მაღლი რანგის ხელისუფალი, თუ რამე დანაშაული ამ კარტოგრაფების საქმიანობით მოხდა, ვინ არის ის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, ვინც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღო? რატომ არ დგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი?
7. მოკლედ, თუ დანაშაული შემდგარია, მაშინ იმ ტერიტორიის ნაწილზე დავა როგორღა მიდის? ან როგორღა ვიძახით ჩვენიაო? აზერბაიჯანი კეთილსინდისიერი მიმღები ყოფილა და პრობლემა მხოლოდ ჩვენი წინა ხელისუფალი, მაშინ რას ვდაობთ? ჩვენს დამნაშავეს თუ ტერიტორიის ამბავს?
8. ამას გარდა, თუ დანაშაული შემდგარია, გარკვევით ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს ტერიტორიაზე, მაშინ ხელისუფლებამ რატომ წამოწია ეს საკითხი ახლა, როდესაც მისი შეცვლის არანაირი უნარი არ გააჩნია? და რა უნდა ხელისუფლებას მთლიანობაში მთელი ამ აქტივობებით?
9. საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ აქვს, მაშინ რატომ ატყუებს თავის მომხრეებს და აქოქვინებს თემებს, რომელსაც ყველამ იცის რა მოჰყვება?
10. და ბოლოს… შეიძლება ეს კარტოგრაფები მართლები არიან, ან არ არიან, შეიძლება არასწორად მუშაობდნენ, შეიძლება კორუმპირებულები არიან, შეიძლება სისტემის მსხვერპლი არიან, კი ბატონო, ბევრი რამე შეიძლება იყოს… მაგრამ ან მოღალატის სტატუსი რატომ აქვთ, როცა მათზე ამდენი დამოკიდებული არ იყო ან ფეხზე რატომ უდგება ვინმე და ტაშს რატომ უკრავს ან გმირს რატომ ეძახის?
პ.ს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერანაირი საჯარო მომსახურების წესიერებაზე ვერ დავდებ თავს ვერც ადრე, ვერც ახლა და არც რომელიმე საჯარო დაქირავებულის უზნეობა ან კორუმპირებულობა გამიკვირდება, მაგრამ თუ ვერ ვხსნით მოვლენებს, მაშინ რას ვქექავთ და რატომ ვქექავთ?”-წერს გამზარდია.