ეს ისრაელის მოქალაქე ვიტალი ტრუპანოვია, რომელიც ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, კიბუც ბირ-ოზში მოკლეს.
ვიტალის მთელი ოჯახი, ცოლი, შვილი, ბებია და სტუმარი ქალი ტერორისტების ტყვეობაში არიან.
ვიტალის დღეს დაკრძალავენ.
ისრაელის მედია ხალხს მოუწოდებს, უკანასკნელ გზაზე მარტო არ გაუშვან და გააცილონ.
ცხოვრობდა ადამიანი თავისთვის, შრომობდა, არავის აწუხებდა, მოკლეს, ცოლ-შვილი ტყვედ წაასხეს და უკანასკნელ გზაზე გამცილებელიც არ დაუტოვეს.
ინფორმაციას ფეისბუკ მომხმარებელი ნენე დალაქიშვილი ავრცელებს