თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას უწყების ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

“კულტურის სამინისტრომ კონკურსის – “კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა. – გამარჯვებულები გამოავლინაკონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შემოვიდა 59 განაცხადი. გაიმარჯვა 13-მა პროექტმა”. – წერს სამინისტრო.

13 პროექტს შორის ერთ-ერთი ამაშუკელის შესახებ დოკუმენტური ვიდეოპორტრეტი ადამიანი მაინც მარტოა იქნება. განმახორციელებლად სამინისტროს ა(ა)იპ აპოლონი და ოლიმპია აქვს მითითებული.

პოეტი რეზო ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share