ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, ანუ თავისსავე უსაფრთხოების სამსახურში, მომარაგების განყოფილების უფროსად დაინიშნა.
“ადამმა აჩვენა და პრაქტიკაშიც დაამტკიცა, რომ ის არის კადიროვების დიდი საგვარეულოსა და მთელი ჩეჩენი ხალხის ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. ის გამოირჩევა მტკიცე, პრინციპული ხასიათით, გულწრფელი სურვილით, იყოს სასარგებლო ჩვენი რესპუბლიკისთვის და მთელი სამშობლოსთვის!”, – ამბობს ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრი, ახმედ დუდაევი.