‘ჩვენ გაგვაჩნია რაკეტები 700 კილომეტრიანი ფრენის მანძილით, ახლა საბოლოო გამოცდას გადის ეს იარაღი, ეს სუპერთანამედროვეა და გამოირჩევა როგორც ფრენის მანძილით ასევე სიზუსტით”
ეს განცხადება უკრაინულ მედიასთან საუბარში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არტილერიის, სარაკეტო ჯარებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი მიმართულების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა, სერგეი ბარანოვმა გააკეთა
იმავე ბარანოვის ინფორმაციით, ზამთრის დადგომისთანავე, როცა სახმელეთო ოპერაციებზე ტემპები იკლებს, უკრაინა იწყებს ფართომასშტაბიან შეტევებს უპილოტო საფრენი აპარატებით, როგორც ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ასევე რუსეთის სიღრმეში-მიზანი, მტრის სამხედრო და ენერგეტოკული ინფრასტრუქტურა და ბაზები იქნება
იემენიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი ფრთოსანი რაკეტა საუდის არაბეთის ჰაერსაწინააღმდეგო ჯარებმა ჩამოაგდო
ხოლო ერთ ერთი ფრთოსანი რაკეტა რომელიც იემენის ხუსიტურმა – პროირანულმა-რეჟიმმა ისრაელის მიმართულებით ისროლა-ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო ჯარებმა ატმოსფეროს გარეთ ჩამოაგდეს-ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში და ის ამერიკულ ისრაელური თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღით მოხერხდა
ისრაელის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისათვის ჰამასთან ომი ისრაელს 435 მილიარდი ევრო ფაუჯდა
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს-ექსპერტებისათვის აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ ხუთ შტატში, სადაც წინა არჩევნები ბაიდენმა მოიგო ამჯერად ტრამპი ლიდერობს
ამასობაში აშშ – ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს 91 ბრალი აქვს წაყენებული, მათგან დიდი ნაწილი კი სისხლის სამართლიდანაა-ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ ამერიკულ “NBS” მისცა და მოზომილად გააკრიტიკა ტრამპი:
“როგორ აპირებს ტრამპი ომის 24 საათში დამთავრებას ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და შეუძლებელიცაა, თუ პუტინისათვის უკრაინის ჩაბარებას აპირებს ეგ არ ვიცი” თქვა ზელენსკიმ
მიმდინარე კვირა დაძაბული იქნება, რადგან კონგრესი უკრაინის დახმარების განხილვას იწყებს, ბლინკენი და ამერიკის დაზვრევის შეფი სტამბოლში არიან, ევროკავშირში ეულად მყოფ ურბანის უნგრეთს კი თანდათან სლოვაკეთი უახლოვდება მისი პრემიერ ფიცოთი და ევროკავშირშივე შესაძლოა უახლოეს ხანში კვაზიპუტინური ალიანსი ვიხილოთ სლოვაკეთ უნგრეთის სახით
ისრაელმა თქვა რომ საბოლოოდ დააშორა ერთმანეთს სექტორ ღაზას სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილი და მიმდინარეობს ჰამასის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩრედილოეთში
გავრცელებული ინფორმაციებით ძირითადი ბრძოლები ახლა უკვე მიწის ქვეშა გვირაბებშია