“თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა” – ნინო ჯანგირაშვილი

“თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა: მოგკლავს თუ არა რუსი და გამოგიცხადებს თუ არა ომს, არ არის იმაზე დამოკიდებული, რამდენად წაკუზული ივლიან ირაყლები და რამდენად აულოკავენ პუტინს ბათინკებს. მთავარი ის არის, როცა რუსეთს ჩვენზე თავდასხმა მოუნდება, ვინ იქნება ჩვენი დამცველი და მეგობარი, და შეგვეძლება თუ არა თავის დაცვა. ქოცის წყალობით ყველა შეტევას დავხვდებით დაუცველები და უპატრონოები.”

წერს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ისინი მოქალაქეების დაკავებას ცდილობდნენ. ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე მოკლეს. მეორე მოქალაქე უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი და ის, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share