პუტინის მიერ ორდენით ხუთჯერ დაჯილდოებულ უსმანოვს ის იურიდიული კომპანია იცავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან დავაში წარმოადგენდა – როგორც MKD Law-ის პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან განმარტავს, ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ ლიბერთი ბანკში აქვს განთავსებული.
“კლიენტს, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია Metalloinvest-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, თანხები საქართველოში, ლიბერთი ბანკში აქვს განთავსებული. დიდი ხანია, ეს თანხები განთავსებული აქვს, მაგრამ აპრილში, მას საკუთარ აქტივებზე წვდომა სრულად შეეზღუდა. თანხა საკმაოდ დიდია – საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ის რეჟიმი, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დაწესებული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, საკუთრების უფლებასა და ხელშეუხებლობასთან.