ხელვაჩაურში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ავარია ხელვაჩაურში – ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

რ​​​ოგორც რეგიონული ტელევიზია TV25 წერს, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ფოტო: TV25.GE

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share