„გუშინდელმა ამბავმაც დაადასტურა, რომ ჩვენი ერი დღეს დგას ფიზიკური გადარჩენის წინაშე,“ – ეს განცხადება მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც უშიკიშვილი ამბობს, ქვეყნის გადარჩენისთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია.
”ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ ისინი ეხებიან ჩვენს ენას, ჩვენს თავმოყვარეობას, კულტურას, უბრალოდ საქმე ახლა მდგომარეობს იმაში, რომ გადავრჩეთ ფიზიკურად, ამიტომ ფიზიკურად გადარჩენა არის ჩვენს ინტეგრაციაში ევროკავშირთან.
ვისაც ამ ყველაფრის არ სჯერა და არ სჯერა, რომ რუსეთი მკვლელია, მაშინ არის მონაწილე ყველა იმ ამბისა, რომელიც ხდება, გუშინდელი ფაქტისაც და წინანდელისაც, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მოკლეს რუსებმა.
ველოდებით სტატუსს, რომელსაც იმედია მივიღებთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავდგეთ ერთად და დათქმები იქნება და მოვთხოვოთ უნდა ხელისუფლებას, რომ დათქმები შესრულდეს და ჩვენ ძალიან მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რომ დამთავრდეს ის უბედურებები, რაც ხდება ამ ქვეყანაში რუსების ხელით,“ – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.