ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯომარე, გიორგი კეკელიძე , სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და წერს:
”ერთმორწმუნე მეგობრის მიერ ცინიკურად, საკუთარი სალოცავის კართან მოკლული ქართველი კაცის სისხლიც არ იკმარებს, რომ აღარც ერთმორწმუნე გვეგონოს ეგ მკვლელი და აღარც მეგობარი.
ხვალ ისევ დავეწყობით და ,,ხომ იცოდა” და ,,ეგებ სჯობს რომ” – ს ვუჩურჩულებთ ერთმანეთს.
არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო ასე. ძალიან არ ვარგა.
მე მირჩევნია, დათვი მომერიოს, ვიდრე ბაბაია დავუძახო. მირჩევნია, რადგან არ არსებობს დათვი, რომელიც ბაბაიას დაძახებაზე ჩერდებოდეს.
ასე გამზარდეს. ასე მასწავლეს. იმ წიგნებში ასე წერია, ჩვენი ქვეყნის მთავარი წიგნები რომ ჰქვია.
ჩემი სამძიმარი მოკლულის ოჯახს და საქართველოს. გატაცებულს – ძალიან მალე დახსნა.” წერს კეკელიძე.