“ქართულ ოცნებას” კიდევ რომ მიემატოს ვინმე, უფრო მეტად ერთპარტიული იქნება”

“ალეკო ელისაშვილი არის იმაზე მეტი “ქოცი”, ვიდრე ბევრი დეპუტატი, ვინც ახლა პარლამენტშია, მაგალითად მარიამ ქვრივიშვილი. ოხანაშვილებთან, კობახიძეებთან და თალაკვაძესთან არ გავატოლებ, მაგრამ ჩვენ რომ სახელები და გვარები არ ვიცი, იმათზე მეტ საქმეს აკეთებს “ოცნებისთვის”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ალეკო ელისაშვილი არის იმაზე მეტი “ქოცი”, ვიდრე ბევრი დეპუტატი, ვინც ახლა პარლამენტშია. არც კი ვიცი ყველას სახელი და გვარი. უფრო მეტ საქმეს უკეთებს “ქართულ ოცნებას”, ვიდრე მაგალითად მარიამ ქვრივიშვილი. ოხანაშვილებთან, კობახიძეებთან და თალაკვაძესთან არ გავატოლებ, მაგრამ ჩვენ რომ სახელები და გვარები არ ვიცი, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები რომ ჰყავთ, იმათზე მეტ საქმეს აკეთებს “ოცნებისთვის”.

დარწმუნებული ვარ კობახიძე თავის მოწონებას დაიწყებს სტრასბურგში, როგორ მიაღწია შეთანხმებას საარჩევნო რეფორმაზე და ჩააწიკწიკა ოპოზიციასთან ერთად. აქეთ ინჯია და მისი “ევროპელი სოციალისტები”, იქით ელისაშვილი თავისი ჩაწიკწიკებული კოდექსით და კრება დარჩა მხიარული. მაგრამ, რომც მიემატოს ვინმე, კიდევ რომ აღმოჩნდეს ვინმე, ვისაც ელისაშვილისნაირი სურვილი გაუჩნდება, იმაზე უფრო ერთპარტიული იქნება, ვიდრე მარტო “ქართული ოცნების” სსით გასულები რომ ყოფილიყვნენ”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share