ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენციაზე.
“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იქნა გადადგმული.
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაინმა.
საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, სრული თანხმობის პირობებში. 27-ვე წევრის პოზიცია უნდა იყოს დადებითი.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ევროპული პესპექტივა. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.