როდის შევალთ ევროკავშირში? ახალი ამბები მსოფლიოდან=ჩვენი მიმოხილვა

ევროკავშირმა გასცა რეკომენდაციები დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვაზე ამ ორი ქვეყნის გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირი გამოიყენებს უნიკალურ ე.წ. დაჩქარებულ რეჟიმს – რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სამმიტის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, მიმდინარე წლის მიწურულს, დაიწყება ტექნიკური სამუშაოები და უკრაინის კანონმდებლობის სკრინინგი

ერთ ერთი ძირითადი მოთხოვნა, რაც ევროკავშირს უკრაინის მიმართ აქვს, მედიაპლურალისტური გარემოს უზრუნველყოფა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის ხელისუფლებამ, ციფრული მაუწყებლობიდან გათიშა სამი მსხვილი ოპოზიციური არხი და ყველა სხვა დანარჩენი ჩართო ახალი ამბების ერთიან სივრცეში-რასაც ტელემარათონი ქვია

ყველას გვაინტერესებს რამდენ ხანში მოხდება ქვეყნის სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია ევროკავშირში?

ბოლო ქვეყანა რომელიც ევროკავშირში 2013 წელს გაერთიანდა ხორვატია იყო, ეს კი რეკომენდაციიდან 10 წლის შემდეგ მოხდა, მაგალითად პოლონეთს ამისათვის 20 წელი დასჭირდა

ძალიან ბევრია თვითონ კანდიდატ ქვეყანაზე დამოკიდებული თუ რა დროში მოახერხებს რეფორმების გატარებას

ძირითადად აქ იგულისმება სასამართლოების თავისუფლება, რამდენაფ არის დაცული უმცირესობების უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რაც შეეხება ომს და ოკუპირებულ ტერიტორიებს-კვიპროსი-მიუხედავად იმისა რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ნიქოსიის მიერ არ კონტროლდება და მას ეთნიკური თურქერბი მართავენ – გამოაცხადეს რა თურქული სახელმწიფო-ის მაინც გახდა ევროკავშირის წევრი

ამერიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციას ახალი შტატი დაემატა-მრჩეველი უკრაინის ინფრასტრუქტურტის საკითხებში

მრჩევლის დასანიშნად ამერიკის ტრანსპორტის მინისტრი ბუტი დჟერჟი კიევში იმყოფება

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, კირბის განცხადებით, ამერიკამ უკრაინისათვის გასულ წელს გამოყოფილი დახმარებიდან 96% უკვე გახარჯა,

მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინას 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცებით გერმანული თავდაცვითი სამხედრო კომპანია რაინმეტალი უზრუნველყოფს-სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში

ბელგია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსული მილიარდ 700 მილიონ აშშ დოლარს გადასსცემს

ისრაელმა სირიის საჰაერო თავდაცვას, ამავე ქვეყნის სამხრეთში, მძლავრი ავიადარტყმები მიაყენა

ბრიტანეთმა გააფართოვა რუსული კომპანიებისა და პირების დასანქცირებულთა სია, მათ შორის მოხვდა ურალის სამთო მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ოქროსა და ფერად ლითონებს აწარმოებს, სიაში მოხვდა ასევე ოლიგარქების მორდაშევის, სვიბლოვისა და სტრუკოვის ოჯახები და მათი ბიზნესები

ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში მორიგი დებატები გაიმართა, შიდა პრაიმერში მონაწილე კანდიდატების მონაწილეობით. რომელიც ტრამპმა კვლავ “დააიგნორა”, პირველი იმიტომ რომ, ის ისედაც საგრძნობლად უსწრებს სხვა კანდიდატებს, მეორე-ტრამპი ამ დებატებს მეორე ლიგად მიიჩნევს და არ სურს ამ დონეზე დასვლა

მასში მონაწეილეობდნენ ვივეკი, ჰეილი, ფესანტისი და კრისტი

თუ ტრამპი ასე თუ ისე ფუთავს პუტინისადმი სიმპათიებს, დასავლელი ექსპერტების აზრით, ვივეკი რუსი დიქტატორის პირდაპირ რუპორად იქცა

ჰეილი რჩება უკრაინის მხარდამჭერად

დესანტისი ცდილობდა ისე ელაპარაკა, რომ ვერავის ვერაფერი ვერ გაეგოო-დაწერა ერთმა ჟურბალისტმა

კრისტი კი ცდილობს ოქროს შუალედის პოვნას, ისე რომ არ დაკარგოს არცერთი მხარის მომხრეები – გამარჯვების შემთხვევაში

პოლონეთის პრემიერმა დუდამ, მის თანაპარტიელ მორავეცკის, დაავალა ჩამოაყალიბოს ახალი კაბინეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

თუმცა ექსპერტების თქმით, მორავეცკის არ ყოფნის ხმები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და მისი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ამ საქმეს ოპოზიციის ლიდერი ტუსკი შეუდგება

დღეს ამერიკული სასამართლოს წინაშე ივანკა ტრამპი, დონალს ტრამპის მეუღლე, წარსდგება

საფრანგეთი უკრაინას 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

იაპონიაში დასასრულს უახლოვდება დიდი შვიდეულის სამმიტი-მთავარი თემა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share