გარყვნილი ქმედების ბრალდებით ლანჩხუთის ერთ ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი შსს-მ გუშინ დააკავა.
პედაგოგს ბრალი გაუპატიურების მცდელობაში, იმავე საჯარო სკოლის მოსწავლეზე ედება, სადაც თვითონ მოღვაწეობდა,
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
საქმე ეხება არასრულწლოვან მოსწავლე გოგონას და სწორედ მის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია 138-ე მუხლით (სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება სხვაგვარი სექსუალური ქმედებით).