ამის შესახებ “გურიის მოამბესთან” ჩოჩხათის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, ნანა კიკნაძე საუბრობს.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა თუმცა აღნიშნა, რომ ინციდენტი სკოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შესახებაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა გოგონამ თანაკლასელებს უამბო, ხოლო თანაკლასელებმა საქმის კურსში დირექტორი ჩააყენეს, დირექტორმა კი თავის მხვრივ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა.
თავად დირექტორი და სკოლის რამდენიმე წარმომადგენელი პოლიციამ უკვე დაკითხა.
პედაგოგი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოსწავლეზე სხვაგვარი სექსუალური ქმედება, ლანჩხუთის პოლიციის მიერ არის დაკავებული.