ოპოზიცია ალეკო ელისშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის შემდეგ ამბობს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დასრულებულია.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები ერთობას ინარჩუნებენ.
- “რეალურად, მემორანდუმი არაფრის მომცემია, ვინ უნდა აღასრულოს… ბუნებრივია, “ოცნება” ცდილობს პოლიტიკურ ოპოზიციას შორის დისონანსი შეიტანოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები არიან საოცარ ერთობაში”, – ამბობს “ენმ”-ის წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
- “მემორანდუმზე ხელმოწერით ალეკო ელისაშვილმა ხელი მოაწერა “ქოცობას” და ის არის “ქართული ოცნების” ჩვეულებრივი წევრი და “ოცნების” სიით გაცულ ქოცებზე მეტად ქოცი”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, ხატუნა გოგორიშვილი.
შევიდნენ – ვაჭრობა დასრულდა, “ოცნებამ” ელისაშვილს მემორანდუმზე ხელი მოაწერინა