პოლონეთში 2 ქართველი კოსმეტიკისა და სუნამოების მოპარვის გამო დააკავეს

პოლონეთში, ძარცვის ფაქტზე, ორი ქართველი კაცი დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, თავდაპირველად სამართალდამცველებმა საქართველოს 43 წლის მოქალაქე ქალაქ ლეგნიცაში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, კაცი სხვადასხვა ქალაქში ქიმიურ პროდუქტს, სუნამოსა და კოსმეტიკას იპარავდა, შემდეგ კი ყიდდა. კაცის თანამზრახველი კი პოლიციამ ვროცლავში დააკავა.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share