ჯაბა ღლონტი-კიტოვანის ხელით ტყვია საქართველოს რუსეთმა ესროლა

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მომხრე და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი, 1991 წლის სამხედრო გადატრიალებისას მაშინდელი ხელისუფლების დამცველი, ჯაბა ღლონტი, ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული გზით ჩამომგდების ერთ ერთი ორგანიზატორის, თენგიზ კიტოვანის გარდაცვალებას ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“ისეთი შეგრძნება დამეუფლა როცა სოცქსელში კიტოვანის სიკვდილი გახმაურდა თითქოს საქართველომ ერისკაცი დაკარგა ყველა მედის სოცგვერდი თუ საგაზეთო ნიუსები ყველგან კიტოვანის სურათი დევს.
მაგრამ არავინ არსად ამბობს ვინ იყო კიტოვანი რა დამსახურებისთვის ანიუსებენ მის მოკვდინებას= მაშინ თქვით სიმართლე თუ გეშინიათ?!
ხოდა მე არ მეშინია მეც და ჩემი მეგობრებიც რომლებიც ცოცხლები გადავრჩით კიტოვანის ხელით დახვრეტილები ვართ ეს არის კაცი რომელმაც რუსებთან ერთად ტყვია ესროლა არა მარტო საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას არამედ მის დამოუკიდებლობას ეს არის კაცი რომლის ბრძანებით იხვრიტებოდა მშვიდობიანი მიტინგები იანვარ – თებერვალში ეს არის კაცი “მხატვარი” რომელმაც აი ასე როგორც სურათებზეა დახატა თბილისი თქვენ კი მის სიკვდილს ისე ანიუსებთ ერთ სიტყვას არ ამბობთ მის “დამსახურებაზე” ქვეყნის და ქართველი ერის წინაშე.
მერე გამოდიხართ და არ მოგწონთ ის რაც დღეს ხდება საქართველოში და იმასაც ვერ ხვდებით ან არ იხდენთ რომ ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება იმის ბრალია რომ არ გინდათ ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი დაერქვას.
მეტსაც გეტყვით რომ არ იფიქროთ თითქოს მარტო დღევანდელ რეალობას ვაძაგებდე არა ბატონებო წინა ხელისუფლებას რომ შეეფასებინა 91-92 წლის სამხედრო კრიმინალური გადატრიალება დაესაჯა ყველა ჯაბა – კიტოვანი და ძმანი მისნი დამიჯერეთ 2012 წლის არჩევნებზე სულ სხვა შედეგი დადგებოდა მე არ ვამბობ რომ აუცილებლად ნაცები უნდა დარჩენილიყვნენ არა უბრალოდ ეს პრორუსი ხელისუფლება ამ დოზით ვერ მოვიდოდა.
გადახედეთ ვინები არიან და ვინ უჭერს მათ მხარს ყოფილი პუტჩისტები ან მათი შვილები – ხაინდრავა ეყოფათ მარტო ეხლა ყველას არ ჩამოვთვლი ძალიან ბევრი არიან .
მოკლედ მკვდარზე არ ლაპარაკობენო ამბობენ არც მე ვლაპარაკობ ჯერ ერთი მკვდარსაც გააჩნია.
უბრალოდ გული მწყდება რომ ქვეყნის დამაქცევრები ისე კვდებიან ისე მიდიან ამ ქვეყნიდან ვითომც ყველაფერი კარგი მომხვდარა მათ ცხოვრებაში.
ილია მოკლეს მერაბი მოკლეს ზვიადი მოკლეს და ეს ყველაფერი ერმა გადაყლაპა და არავის პასუხი არ მოეთხოვა.
მე არ ვიცი შეიძლება მე ვერ მოვესწრო მაგრამ დარწმუნებული ვარ დადგება დრო როცა შეფასდება 91-92 წლეების სამხედრო კრიმინალური გადატრიალება და ყველა მონაწილეს რომლებმაც ტყვია ესროლა საქართველოს დაერქმევა თავისი სახელი და მომავალი თაობა სიმართლეზე გაიზრდება!:
წერს ჯაბა ღლონტი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი.

გენერალი თენგიზ კიტოვანი იყო „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის იანვრიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, 1991 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილებით, ვადამდე შეუწყდა დეპუტატის მანდატი.

თენგიზ კიტოვანი იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. ის არ დაემორჩილა გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებას და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

როგორ (ვერ) გადავიტანეთ „აგვისტოს პუტჩი“

თენგიზ კიტოვანი მონაწილეობდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომსა და პრეზიდენტ გამსახურდიას პოსტიდან ჩამოგდებაში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები თავდაცვის მინისტრის რანგში თენგიზ კიტოვანის მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას სოხუმში შესვლის ბრძანება თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად.

„ომი აფხაზეთისთვის“ – როგორ დაიწყო

კიტოვანი 1992-95 წლებში იყო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი.

1996 წლის ოქტომბერში ის დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თენგიზ კიტოვანი 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share