„როდესაც მოახლოვდა წინასაარჩევნო ციებ-ცხელება და ამით სარგებლობს ოცნება, რომ სააკაშვილს გადაიყვანს ციხეში, ამას შემთხვევით არ აკეთებენ,“ – ეს განცხადება ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა ლაშა კომახიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც კომახიძე ამბობს, მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს განზრახ ააქტიურებს. კომახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის „ოცნებისთვის“ ნომერ პირველი საფრთხე.
”მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნომერ პირველი საკითხია საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რადგან ნებისმიერი პარტნიორი ყოველთვიურად აკეთებენ მასზე განცხადებებს.
როდესაც მოახლოვდა წინასაარჩევნო ციებ-ცხელება და ამით სარგებლობს ოცნება, რომ სააკაშვილს გადაიყვანს ციხეში, ამას შემთხვევით არ აკეთებენ, ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, ეფ-ეს-ბეშნიკური მეთოდებით, როგორც შეეფერებათ ამ ადამიანებს, რადგან იციან, ვინ არის ამ ქვეყანაში მათი ნომერ პირველი საფრთხე, იციან, რომ მისი თავისუფლების, პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში რა ბარიერის წინაშე დადგება რუსული ოცნება.
თუ 2024 წელს რუსული “ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ვინც ამ ბრძოლაში ვართ ჩართულები, მოგვიწევს მშობლიური კერის დატოვება, რადგან ამ ქვეყანაში უკვე აღარ დაედგომება სულით ქართველებს, რომლებიც არ შეეგუებიან ამ ქვეყნის მცოცავ ოკუპაციას და ადეკვატური რეაგირების არგაკეთებას ხელისუფლების მხრიდან, არ შეეგუებიან კობახიძეებს და მდინარაძეებს,“ – ამბობს კომახიძე.