ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა ნაშრომი „ჩაის კულტურა საქართველოში“ (წარსული, აწყმო, მომავალი), ავტორები: თამაზ მიქაძე, თემურ რევიშვილი, ბახვა დოლიძე. ნაშრომი დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, დაინტერესებულ პირებს. შინაარსობრივად ნაშრომი პირველი მოკრძალებული მცდელობაა; ძირითადი დებულებებია:
– საქართველოს ჩაის ინდუსტრიაში რაც შეიძლებოდა ყველაზე ცუდი მომხდარიყო უკვე მოხდა, ფაქტიურად იწყება ახალი ერა ხარისხიანი ჩაის წარმოებისთვის;
– საქართველოს ჩაის ინდუსტრია აღორძინების
სათავეებთან იმყოფება და სულ მალე შესთავაზებს მსოფლიო ბაზარს ქართულ უნიკალურ ჩაის პროდუქციას.
ინფორმაციას ერთ ერთი ავტორი, თემურ რევიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს