1863 წლის ფრანგულ ილუსტრირებულ ჟურნალში არის ინფორმაცია საქართველოს შესახებ, კერძოდ არის მაჭუტაძეების შატოს ილუსტრაციები და ასევე არის ორი ილუსტრაცია, რომელსაც აწერია ჩერქეზები და ქართველები. ისეთი ილუსტრაციები როცა ქართველები წინა პლანზეა და უკან ჩერქეზები უკან არაერთხელ შემხვედრია. ადვილი გასარჩევია, რომ მამაკაცები გურულები არიან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ნიგოითზე და მაჭუტაძეებზეა საუბარი. რაც შეეხება ლე მონდში გამოქყვენებულ შევარდნიან ქალბატონს სავარაუდოდ ისიც გურული უნდა იყოს.
.
ასევე საინტერესოა, რომ 1885 წლის ფრანგულ ილუსტრირებულ მოდის ჟურნალში არის დესპინე (დესპინა) გურიელის შევარდენით ნადირობის ილუსტრაცია. ქაიხოსრო გურიელის შვილი დესპინე გურიელი იმერეთის ბატონიშვილზე იყო გათხოვილი, იგი ძალიან მალე დაქვრივდა, რის შემდეგაც უფრო მეტად გურიაში ცხოვრობდა. დესპინე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული პიროვნება უნდა ყოფილიყო იმ დროისათვის, იგი 1865 წელს გარდაიცვალა და მისი ილუსტრაცია რა თქმა უნდა მის გამოქვეყნებაზე გაცილებით უფრო ძველია, აქედან გამომდინარე შესაძლებელია ფრანგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული შევარდნიანი ქალების ილუსტრაციებს ერთმანეთთან კავშირიც ჰქონდეს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა