ლელა წურწუმია ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა.
მომღერალი ხელმოწერებით შეუერთდა პრეზიდენტის ინიცირებულ კამპანიას.
ხალხი, ეს არის ყველაზე დიდი ძალა, მთავარია, რომ ამას ვინც გადაწყვეტს, იმან იცოდეს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. უფრო იმათი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენს მთავრობაზე, საზოგადოებაზე ზოგადად და დაველოდოთ, ადამიანი იმედით ცოცხლობს და ყოველი შემთხვევისთვის, მოლოდინები ნამდვილად არის ამისი და მე მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
დიდი შეკრება ათონელის რეზიდენციაში. ცნობილი სახეები დღეს პრეზიდენტის პროექტის მონაწილეები გახდნენ. “ქართული ოცნების” უმოქმედობის საპასუხოდ დაწყებული ხელმოწერების კამპანიას ხელოვანები შეუერთდნენ. ლელა წურწუმია, გიული ჩოხელი, თამარ ჭოხონელიძე, მაკა მახარაძე, ეთერ თათარაიძე – მწერლები, მხატვრები, მსახიობები მომღერლები , ყველა ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეშია შეკრებილი.
აქამდე იყო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ახლა კი ზურაბიშვილმა შეხვედრების მასშტაბიც და წრეც გაზარდა. ემსგავსება თუ არა ეს ყველაფერი პრეზიდენტის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კამპანიას? შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა ვიცით რომ იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართვა. ახლა მთავარი ინტრიგაა, რა ჰქონდა პრეზიდენტს იმ ხალხისთვის სათქმელი, რომელთა სიტყვასაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს.