რუსეთმა და ირანმა “ჰამასი” ავტობუსის ქვეშ შეაგდეს-ვარაუდობდნენ რა ხანგრძლივ ომს ამ ტერორისტული დაჯგუფებისა ისრაელთან, გათვლებში შეეშალათ-ისრაელმა ფაქტიურად მყისიერად მოუღო ბოლო “ჰამასს” და ერთადერთი იმედი ამ ბოროტების ღერძისა რჩება ტრამპის გამარჯვება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში
ეს განსაკუთრებით მთელი სიმძაფრით ამერიკისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრისას გაირკვა-რომლებმაც გამოთქვეს სურვილი “იცეკვონ ტანგო მხოლოდ ორმა ერთად” და რუსეთი, არა თუ ირანი მაგიდასთანაც კი არ იქნება
“რუსეთი იმედოვნებს რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს დავიღლებით და უკრაინისაგან ყურადღებას სხვაგან გადავიტანთ, ეს არასდროს არ მოხდება. დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები უკრაინას დაეხმარებიან იმდენ ხანს,რამდენი ხანიც უკრაინას გამარჯვებისათვის დასჭირდება” ეს განცხადება ლორდმა კემერონმა, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ახლახანს დაინიშნა, უკრაინულ ქალაქ ოდესაში გააკეთა, რომელსაც ის კიევის შემდეგ სტუმრობდა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “თეთრი სახლი კონკრესთან ერთად მყარად დგას უკრაინის გვერდში რამეთუ გვესმის რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია”
უკრაინის დონორი ორგანიზაცია “რაიმშტაინი” 17 – შეხვედრა 22 ნოემბერს გაიმართება
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ლიბერიისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების დროშის ქვეშ მცურავი გემები დაასანქცირა, რადგან ისინი რუსეთიდან სანქცირებული ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდნენ. ეს გემები სხვადასხვა ქვეყნების დროშების ქვეშ კი დაცურავენ მაგრამ მათ სახელებს თუ გავეცნობით “ყაზანი” “ლიგოვსკი პროსპექტი” მიხვდებით რეალურად ვისი საკუთრებაა
ბოსნიის ხელისუფლებამ სერბი მილიარდერი მილორად დოდიკი დაასანქცირა, რომელიც ამერიკელების სანქციების ქვეშაა 2022 წლიდან… მას ბრალი ედებოდა ბოსნიიდან სერბიის ნაწილის ჩამოშორებისა და ქვეყნის გაყოფის მცდელობაში
ფინეთის მსგავსად რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვაზე ნორვეგიასა და ესტონეთში ალაპარაკდნენ
შვეიცარიამ ოფიციალური განცხადებით მოუწოდა მსოფლიოს შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების გასასამართლებლად