“ეკონომისტმა”, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა

ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიესალმა კონგრესის მიერ დროებითი ორთვიანი-ნიუჯეტის მიღებას და გამოთქვა იმედი, რომ მხარეები მალე შეთანხმდებიან და შეძლებენ, უკრაინასა და ისრაელზე გამოყოფილი თანხების დამტკიცებას, ქვეყნის ნიუჯეტთან ერთად

ამასობაში ოსტინის მოადგილემ, გენერალმა ლაპლანტემ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ არიზონას შტატში გრძელდება უკრაინელი პილოტებისა და საინჟინრო ტექნიკური პერსონალის მზადების პროცესი, უკრაინელი პილოტები ამერიკული წარმოების F-16 0 ის მართვას ეუფლებიან

იმავე გენერლის განცხადებით, თუ ევროპელი პარტნიორები ნატოდან, ვერ შეძლებენ მოიპოვონ შესაძლებლობები, უკრაინელებს გადაცემული სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები მიაწოდონ – ამას თავის თავზე ამერიკული სამხედრო უწყება აიღებს

ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ “ეკონომისტმა”, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა – მომავალი 2024 წლის განმავლობაში

ამერიკულ მედიასა და საზოგადოებაში სულ უფრო იმატებს საუბარი ნასზედ, რომ რესპუბლიკელები უკრაინასა და ისრაელის თემებს, არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ შიდაპარტიულ ჭრილში დაპირისპირებისათვის იყენებენ

ამასობაში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ პრაიმერში პროუკრაინელმა ნიკ ჰეილიმ დესანტისს გადაასწრო და ახლა ის მხოლოდ ტრამპს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა

ნიდერლანდების მთავრობამ, უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა და ის  2 მილიარდი ევრო იქნება საერთო ჯამში კი ნიდერლანდების დახმარება 7,5 მილიარდი ევრომდე გაიზრდება. კიევში მყოფმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ოლოგრენმა ბრძანა, რომ ქვეყანა უკრაინას ამ დღეებში ნახევარი მილიარდი ევროს შეიარაღებას უკვე გადასცემს

თავის მხრივ ფინეთმა გააკეთა ოფიციალური განცხადება რომ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, რიგით მეოცე პაკეტი – მისი მოცულობა 100 მილიონი ევრო იქნება

ფინეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას გამოეხმაურნენ მოსკოვში-კრემლი აცხადებს, რომ ფინეთმა კონფრონტაციული გზა აირჩია და ეს მათი მხრიდან დიდი შეცდომაა

ამ ქვეყნების კვალდაკვალ ახალი სამხედრო პაკეტის უკრაინისათვის გადაცემაზე, განცხადება, ლიეტუვამაც გააკეთა

თავდაცვითი შეიარაღების მრეწველობის განვითარების თემაზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, უკრაინისა და ამერიკის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, უკრაინელებმა რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტის 15 სამხედრო გემი სრულად გაანადგურეს, 12 კი მნიშვნელოვნად დააზიანეს-ამათგან ნახევარი საზღვაო დრონებით, ნახევარი კი ნეპტუნისა და გარპუნის რაკეტებით

თეთრმა სახლმა ოფიციალურ განცხადებაში დაადანაშაულა ქვეყნის მილიარდერი და ტვიტერის მდლობელი ილონ მასკი ანტისემიტური ხასიათის სიცრუის გავრცელებაში

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ბეიტსმა, გუშინ, ჟურნალისტებთან გამოსვლისას, მკაცრად გააკრიტიკა მასკი

საუბარია ტვიტზე სადაც ებრაელები დასავლური ცივილიზაციის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულეს, რომელსაც მასკიმ ნამდვილი სიმართლე უწოდა

ამის შემდეგ მასკის კომპანიებში რეკლამის განთავსებაზე უარი, ერთმანეთის მიყოლებით, ათეულობით მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმა განაცხადეს, მისი კომპანიის ათამდე მაღალი თანამდებობის პირი კი სამსახურიდან წავიდა

მათ შორის “ნბს” “აპლე” “დისნეი” “პარამონტი” “იბმ” და სხვა

რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგდეზინფორმაციის გასავრცელებლად მასიურად იყენებს არალეგალ ლტოლვილებს, ისევე როგორც ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო ლიტვისა და პოლონეთის წინააღმდეგ

მასკიმ განაცხადა რომ ამის უკან არა პუტინი არამედ ებრაელები დგანან

ტრამპმა ამერიკაში ზედიზედ მეორე სასამართლო მოიგო თუმცა მას ყველაფერი ცუდი წინა აქვს, რადგან მომავალი წლის 6 იანვარს, კოილუმბიის ოლქში იწყება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც მას ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში ედება და ამ საქმეზე განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ

ამასობაში ამერიკის შტატებში უამრავი სარჩელი შედის მოთხოვნით ქვეყნის კონსტიტუციის მე 14 შესწორების საფუძველზე არ დაუშვან ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე – კანდიდატის რანგში-თუმცა ექსპერტები ასეთ სარჩელებს არარეალურად მიიჩნევენ და აცხადებენ რომ ბევრ რამეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე განსაზღვრავს

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share