დაპირისპირება რაჭის ტყის მცველებსა და სამართალდამცველებს შორის – სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაძაბული ვითარებაა.
აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.
ამის შემდეგ რაჭიდან პროტესტისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა გარეთ, სამინისტროსთან სცადეს კარვების გაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს და ამბობენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ გავლენ და პასუხებს არ გასცემენ, თუ რატომ გადაეცა ერთ კონკრეტულ პირს რაჭის ტყეები.