“არანაირ ხე ტყი ჭრას, მით უმეტეს უკანონოს, ადგილი არ ჰქონია, მოხდა მეზობლური დავა, რაც ფიზკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში, სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა ისარგებლა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით და მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი ასე წარმოაჩინა, შეცდომაში შეიყვანა სამართალდამცავები” – უხსნიან მომხდარის დეტალებს “გურიის მოამბეს” დაკავებულის ახლობლები.
დღესვე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოთხივე დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისათვის სატყეო სააგენტომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია თითქოსდა მათი რეინჯერი ბრაკონიერებმა სცემეს.
როგორც ირკვევა სინამდვილეში ერთი კვირის წინ რეინჯერმა თავისი მეზობელი სცემა, მეზობლებმა გადაწყვიტეს მისთვის ეკითხათ თუ რატომ მოიქცა ასე და სახლში მიაკითხეს, რეინჯერმა კი პოლიცია გამოიძახა და ამბავი ხე ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით შეთხზა