პარიზის Drouot-ის აუქციონზე ნაპოლეონის ქუდი რეკორდულ $2.1 მილიონად გაიყიდა.
თავდაპირველი გათვლებით ქუდის ღირებულება 600-800 ათას ევროდ შეფასდა, თუმცა ვაჭრობის შედეგად ფრანგი იმპერატორის ქუდის ყიდვის მსურველებს შორის ყველაზე მაღალი ფასი, 1.5 მილიონი ევრო დასახელდა. გადასახადების დამატების შემდეგ ქუდის ფასის საბოლოო ღირებულება 1 932 000 მილიონი ევრო იქნება ($2.11 მილიონი). ნაპოლეონის ქუდში გადახდილი ეს თანხა რეკორდულია მას შემდეგ, რაც 2014 წელს ასევე Drouot-ის აუქციონზე გამოტანილი ქუდი 1 884 000 ევროდ გაიყიდა.
აუქციონზე გამოტანილი ქუდი თახვის ფეტრისგან იყო დამზადებული. ცნობილია, რომ ცხოვრების განმავლობაში ნაპოლეონის კუთვნილებაში 120 მსგავსი ქუდი იყო. აუქციონის სახლის თქმით, დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ 16 ასეთი ქუდია შემორჩენილი.