აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლოიდ ოსტინი ავრცელებს.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა.
„მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს“, – წერს ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს დილით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა.