დოკუმენტი რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ანონსდება, გამოქვეყნდა – მიხელ სააკაშვილმა გამოაქვეყნა მანიფესტი, სადაც წერია, რომ ხელმომწერები თანხმდებიან ერთან ბრძოლაზე ივანიშვილის წინააღმდეგ და თუ ეს რეჟიმი ვერ დამარცხდება, საქართველო შეიძლება გაქრეს.
მანიფესტში მთავარი პუნქტი არის ოლიგარქიასთან დაკავშირებით. მესამე პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყანაში ოლიგარქია უნდა დასრულდეს.
დოკუმენტში ასევე ყურადღება არის გამახვილებული ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე.
5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას – უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ.
6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის.
7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი.
8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას”.- წერია მანიფესტში.