ჯენიფერ ენისტონმა ქალ ლიდერებს “სთორი” მიუძღვნა, რომელშიც ზურაბიშვილიც მოხვდა

ამერიკელმა მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე “სთორი” გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ქალ პოლიტიკოსებს მიუძღვნა. ვრცელ სიაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მოხვდა.

“იმ დროს, როდესაც სამყარო ცვლილებების მოწინააღმდეგეებისკენ მიმართავს ყურადღებას, ცვლილებები მაინც ხდება”. – ვკითხულობთ პირველ ფოტოზე, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული.

“სთორის” გმირები გახდნენ ბანგლადეშის, ნორვეგიის, შოტლანდიის, ნეპალის, ნამიბიის, დანიის, ესტონეთის, ტაივანის, სერბიის, სინგაპურის, ახალი ზელანდიის, ისლანდიის, ეთიოპიის, ტრინიდადისა და ტობაგოს, ბარბადოსის, ფინეთის, სლოვაკეთის, მოლდოვის, საბერძნეთის, ლიტვისა და გაბონის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები, ასევე აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი კამილა ჰარისი. “მეგობრების” ვარსკვლავმა იმავე “სთორიში” ასევე რამდენიმე ცნობილი ქალის, მათ შორის ოპრა უინფრისა და ჯეინ ფონდას ფოტოებიც გამოაქვეყნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნაკონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    "როგორ ველაპარაკოთ შვილებს?“ – გურამ მეგრელიშვილიმშობლები ბევრს ვფიქრობთ, როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. მიგვაჩნია, რომ დისციპლინა (ხშირად მკაცრი დისციპლინა) აუცილებელია, ჩვენს შვილებს კი ასეთი ხისტი მიდგომა არ სიამოვნებთ და აქვთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ახლა ჩვენში იწვევს აგრესიას და ხდება კონფლიქტი, ან უარესი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 92
    საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას ავრცელებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად. „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.…
    Tags: და, საქართველოს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები