დავით მდინარაძე-მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველა ეს განყოფილება მუშაობას განაახლებს
ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში რამდენიმე განყოფილებამ, მათ შორის ქირურგიულმა და საოპერაციომ ფუნქციონირება შეაჩერა
მსგავსი ტიპის მომსახურების აუცილებლობის წინაშე მყოფ პაციენტებს მეზობელი მუნიციპალიტეტების კლინიკები მოემსახურებიან
ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს ასეთი პაციენტები მეზობელ ქობულეთის კლინიკაში გადაყავთ
“სამშობიარო, გადაუდებელი, “ემერჯენსი” და სხვა განყოფილებები, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია, ხვალ ჩამოვლენ სპეციალისტები სამინისტროდან, გასცემენ ნებართვას და ოზურგეთის “მედალფას” კლინიკა სრული დატვირთვით ერთ კვირაში განაახლებს ფუნქციონირებას”
აცხადებს “ჰურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთის :მედალფას” კლინიკის მენეჯერი, დავით მდინარაძე