1915 წლის 18 დეკემბერს ხარფუზის საზოგადოებრივ კლუბში გაიმართა ვაჟა ფშაველას საღამო. საღამოს უამრავი ადამიანი დასწრებია. საღამოზე გამოვიდა იმ დროის ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მომღერლები, მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები და ა.შ. მათ შორის გურიიდან ჩასული ყოფილა მოღერალთა გუნდი სამუელ ჩავლეშვილის ხელმძღვანელობით, გუნდის შემადგენლობაში იყვნენ თავად სამუელ ჩავლეშვილი, ალ. მახარაძე, სამ. ჩხიკვიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი. გურულებს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენიათ დამსწრეებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” წერს:
“გურულების გუნდმა სამუელ ჩავლეშვილის ლოტბარობით მოაჯადოვა საზოგადოება. საზოგადოების დაბეჯითებითი თხოვნით იმღერეს: “სუფრული” მ. გურიელისა, “შვიდ-კაცა”, “პატარა საყვარელო”, “ჰასან-ბეგურა”, “ალი ფაშა”, “მაყრული” და “ალილო”.”
.
ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” – 1915 წელი #52
კარიკატურა – ეშმაკის მათრახი 1916 წელი 1 იანვარი (#1)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა