ავდეევკა რუსების სასაკლაო გახდა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ ქვაბს ( კატიოლს) ვერ ქმნიან.
ზალუჟნიმ და უკრაინის გენ.შტაბმა სწორედ გათვალეს , რომ წვიმების, თოვლის სეზონამდე გადასულიყო ავდეევკასთან პოზიციები თავდაცვით რეჟიმში, ფაქტიურად შეიტყუეს თვენახევრის წინ.ამ მომენტისთვის რუსებს ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ , ფაქტიურად რკინიგზის გადმოლახვა ჯოჯოხეთის კარებად იქცა, ტექნიკის გამოყენება გაუჭირდა და ქვეით შეტევების დროს სასწაულ დანაკლისს განიცდის.
შემდგომი ნაბიჯი რაც გადაიდგა და სწორი იყო, ესაა გორლოვკაზე შეტევა ტორეცკის მიმართულებიდან და ორი ტერიკონის კონტროლი ( ტერიკონი არის ხელოვნურად შექმნილი მთა, ქვანახშირის შახტებთან) ქალაქის განაპირას ტორეცკის მხრიდან.ტორეცკი ისედაც მაღალა დგას რელიეფურად გორლოვკაზე და პლიუს სულ ბეტონის და ასფალტის გზები შედის ქალაქში , თუ მართლა არსებობს ამ ქალაქის განთავისუფლების გეგმა.მაშინ მართლა იდეალურია ამ მეტეოლოგიურ სიტუაციაში.
რუსები ფაქტიურად გაიჭედნენ და იძულებული გახდება შეწყვიტოს ავდეევკაზე შეტევა და ძალები გადაისროლოს გორლოვკისკენ, ბახმუტის მიმართულებიდან სოფ.კლეშეევკიდან ვერ მოხსნის, ბახმუტს დაკარგავს. მოკლედ ცნობისათვის დონეცკი, ავდეევკიდანაც და გორლოვკიდანაც ერთი და იგივე მანძილზეა თითქმის.
ჩანაფიქრი კარგია , ვნახოთ რამდენად კარგად მოხდება რეალიზაცია და ყველაზე მთავარი რაც მანდ ეხლა უკრაინას ჭირდება ესაა ჭურვები და ბევრი დრონები.
წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი ვანო ნადირაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე