“აუ ბიჯო რა იკადრა…დავაი დავაი დეიძარი”-როგორ უთვალთვალებდა პატრული ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან, ბესო ქათამაძემ პატრულის მხრიდან მასზე განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და დაუსაბუთებელი ჯარიმის გამო სასამართლოს მიმართა.

ის მტკიცებულების სახით მისი ბრალდების დამადასტურებელ მასალებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სუსის კოორდინირებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფოტომასალებთან ერთად, მისი გადაადგილების მონაცემებსაც აგროვებდა.

ჩვენთვის მოწოდებულ ფოტოზე ჩანს, პატრულისთვის პირად შეტყობინებაში ჩაგდებული ფოტო, სადაც ქათამაძე შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან ერთადაა გადაღებული.

გთავაზობთ პატრულის სამხრე კამერებიდან ვიდეო გადაღებისას ამოღებულ 4 საათიანი საუბრის მცირე ამონარიდს.

გთავაზობთ პატრულის სამხრე კამერებიდან ვიდეო გადაღებისას ამოღებულ 4 საათიანი საუბრის მცირე ამონარიდს, სადაც იმ გეგმაზე საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს დეპუტატის დაჯარიმება.

  1. პარტრულ ინსპექტორი დიმიტრი კიშნსკის სამხრე კამერის ჩანაწერი:

 

შეჩერება 02:15, ალოკტესტი 02:19 ქვითარი 02:28:32

 

ჩანაწერი აქ იწყება და აშკარად ჩანს, რომ მანქანა დგას შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციის წინ.

 

ერთი კეტავს კარს, – აუ ბიჯო რა იკადრა; – მოიცადე მოიცადე; – დავაი დავაი დეიძარი; – მანამდე ვერ გააჩერებ; – დეიძარი დეიძარი დაგვეკარგება;

ჩანაწერი იწყება 02:13:შემოქმედის ეპარქიიდან პატრულის მანქანა იძვრის 02:03:17

 

ქათამაძეს პარტული აჩერებს და მანქანიდან გადმოდის 02:14:14 -ზე,

 

თავაკის მიმაგრებისას ალკოტესტზე აღნიშნულია დროს 02:17:43; თარიღი 12/18/2020 წელი; 02:17:06 აღებულია ალკოტეტსტი

 

  1. პატრულ ინსპექტორ დავით მახარაიშვილის სამხრე კამერის ჩანაწერი:

 

ჩანაწერი იწყება 02:14:10

02:17 ნასვამია ? კი 848 პრომილეა

ერთ ჭიქა მაქ დალეული

ბატონო ბესო ერთი ჭიქა მადგენი პრომილე არ იქნება

 

02:20 – პატრული რეკავს კობა კობალაძესთან (გურიის საპატრულო პოლიციის უფროსი) – შევაჩერე, ნასვამია, გადაადგილების უფლებაც აღარააქვს, კამერები ჩართულია თავიდანვე;

 

02:21 მაცი ხვიატიას ნომერზე ვაცაპის აპლიკაციით აგზავნის მესიჯს, იქვე ჩანს მანქანის ფოტო

 

02:25 რეკავს ტელეფონი, ტელეფონიდან – კამერები ხომ გაქვთ ჩართული – კიკი; ყველაფერი გაუკეთეთ – კი რა თქმა უნდა, – ხმას ხო არ იღებს?- არა არა, სხვა რამეზე დამიწერე ან ღერძულზეო ან იმაზეო და. ტელეფონიდან რაღაც ეუბნება გაურკვევლად: პატრული – აბა რა თვალი არ მომიხუჭია, ე მაციც მოვიდა.

 

02:28 – ოქმი ხომ დაწერე 116 – კი, მიდის მეორე პატრულთან – მიდი დუუშინე ჩვეულებრივად, გააკეთე 116

 

02:30 პატრულ ინპექტორს ურეკვას ტელეფონი, საიდანაც ეუბნებიან – საჯარიმო ქვითრები ჩამიყარე და კაი ცნობა გამიკეთე, შეჩერებული იქნა აქა და აქა, საკრებულოს წევრია და ა.შ.

02:32 – საჭესთან მჯდომს ეუბნება თუ დაასრულე ჩაკეცე იგი და გადმოდი ესემესი მაქვს გასაგზავნი

საპატრულო მანქანის საჭესთან მჯდომი პატრულ ინსპექტორი ეუბნება

  • დავასრულე და გადავცემ ქვითრებსო

სამხრე კამერიანი – ჯერ არა ქვითრები უნდა დავუსრათო

  • აგერაა მეორე პირები
  • ჰო მარა ჯერ?!
  • აგერაა ა! მოი დაჯექი

საჭესთან მდომი პატრულ ინსპეტორი გადმოადის მანქანიდან, მეორე ინსპექტორი ჯდება მანქანაში მარჯვენა მხარეს

მეორე ეუბნება – აი მისაცემია

-რა?

აი ქვითრები

მეორე პატრულ ინსპექტორი ასწორებს ქვითრებს და ტელეფონით იღებს ქვითრის სურათებს, ვატსაპის აპლიკაციით.

ხსნის აპლიკაციას და ამოწმებს გაიგზავნა თუ არა სურათები

ამის შემდეგ აგზავნის ესემეს ვატსაპის ალიკაციით, აპლიკაციიდან ჩანს, რომ ვისაც ესემეს უგზავნის ანუ კობა კობალაძისაგან მოსული აქვს ბესიკ ქათამაძისა და მეუფის ერთად გადაღებული სურათი.

 

02:41 – 116 დავუწერეთ კომენდანტის დარღვევაც დავუწერეთ

  • ჰო მაგრამ ჯერ უნდა დავსურათო
  • რად უნდა ასლები აქაა

 

02:50 -თკოორდინატორი იძახის რომ დილის ხუთ საათამდე აქვს გადაადგილების უფლებაო

 

02:52 ჩავაბაროთ ალკოტესტი; ჩავაბაროთ დაასრულებს ლაპარაკს.

 

03:01 უხნიან რომ აძლებენ საჯარიმო ქვითრებს – არ ვიბარება ამას ამბობს ქათამაძე

03:025 პატრული ეუბნება ესაა საჯარიმო ქვითარი და შეგიძლია 10 დღის ვადაში გაასაჩივრო

სად გავასაჩივრო?

თქვენ როგორც კი გაგაჩერეთ თქვით გავასაჩივრებო

03:04 იბარებ? აწვდიან ქვითარს არა არ ვიბარებ პასუხიბს ქათამაძე

03:05 ორი საათის ვადაში შეგიძლია ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაიტარო

სად ჩავიტარო?

– მითხარით სად შეიძლება ექსპერტიზა ჩავიტარო?

03:06 – ხვალ ექსპერტიზაზე სადმივიდე რომ გავასაჩივრო? კითხულობს ქათამაძე

ხვაალ? (იცინის პატრული) ჩვენ დახმარებას გთავაზობთ – ეუბნება პატრული

 

03:07 სამი საათი მაქ დრო აქ კიდე აქ რომ ვიდგე – კითხულობს ქათამაძე

მაგი ამობეჭდვიდან ორი საათია – ეუბნება პატრული

 

03:18 რეკავს ტელეფონი – კიდევ ერთხელ ჩაუეთეთ კამერები და კიდევ ერთხელ შესთავაზეთ, მეორე კამერაც ჩართეთ – „სცენარი დადგით შესთავაზეთ“  „სცენარი დაუდგით ლამაზად“

 

03:21 ქათამაძე 02:28 დავიძარი და 02:15 როგორ გამაჩერეთ

 

03:23 გადამიყვანეთ ექსპერიზაზე

ექპერტიზაზე ჩვენ ვერ წაგივანთ

 

03.27 ექსპერტზაზე წამიყვანთ

სად?

– სავადმყოში გადაგიყვანოთ?

– ავად კი არ ვარ ექსპერტიზაზე წამიყვანეთ, სადაა ექპერტიზა?

– ალტერნატიული ექსპერტიზა არის თქვენი უფლება

 

03:32 წაგიყვანთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

წამყვანეთ

მეორე – ექპერტიზა არის ბათუმში და არაა ჩვენი უფლება წაგიყვანოთ

თქვენმა უფროსმა მითხრა გადაგიყვანთო და გადამიყვანეთ – ქათამაძე.

შეგახსენებთ, ქათამაძის განცხადებით, მასზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი სუსის კოორდინაციით თვალთვალს ახორციელებდა. როგორც დეპუტატი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გასული წლის ბოლოს, როცა ის შემოქმედის ეპარქიიდან, მეუფესთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა, მას თავს დაესხა საპატრულო პოლიციისა და სუსის რამდენიმე თანამშრომელი. “მიუხედავად იმისა, რომ დროებითი საშვი მქონდა და ღამის საათებში გადაადგილების პრობლემა არ უნდა შემქმნოდა, დამაჯარიმეს ორი ათასი ლარით, გამიყალბეს ალკო ტესტი და ავტომობილის ექვსი თვით მართვა ამიკრძალეს. ეს გავდა თავდასხმას, როცა ყველანაირი კანონის წინააღმდეგ მიდიან” – გვითხრა ქათამაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    ბიჭი რომელიც ციხეში წამების შემდეგ ეტლს მიეჯაჭვაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მკვიდრი, აკაკი თოხაძე, სხვისი  ქონების დაზიანებისთვის 2011  წლის 16  დეკემბერს დააკავეს, მისი წამება დაკავების პირველი დღიდან დაიწყო. გლდანის #8 სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მას ორჯერ მოუწია იმ ავბედითი კარანტინის  დაშლის გავლა, რომელსაც  პატიმრები „წითელი პარასკევი“-ს  სახელით იცნობენ. ჯანმრთელი შევიდა ციხეში,მაგრამ სასჯელის ბოლომდე მოხდა ვერ მოახერხა. ციხის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 96
    ტენდერები და "ატკატების" გადანაწილება- რატომ დაუპირისპირდა ჩოხატაურის მერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს?ჩოხატაურის მერი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ჩოხატაურის საკრებულოში, ფიზიკურად დაუპირისპირდა-ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ჩოხატაურის ორგა ნიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ავრცელებს და წერს: "რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე.წ ატკატების…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 96
    აქციაზე ჩოხატაურის მერიასთან ბიბლია და ყურანი მიიტანესაქციაზე ყურანი და ბიბლია მიიტანეს და აღნიშნეს, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ მოლაპრაკების გზით უნდა დალაგდეს. "მუსლიმებს და მართლმადიდებელ ძმებს არ უნდა ეგონოთ რომ რამე სხვა ღმერთს ემსახურებიან"- აღნიშნა პირმა რომელმაც ბიბლია და ყურანი გვერდიგევრდ დადო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში 12 იანვარს დაიწყო.…
    Tags: და, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი
  • 95
    რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელიც დახურვის პირასაალანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ლანჩხუთის მოსახლეობა როგორც ჩანს ამ ამბავმა ძალიან დაადარდიანა და ერთმანეთის მიყოლებით, ცენტრის მედ-პერსონალი, ასევე უბრალო მოქალაქეები, კლინიკის დახურვის ამბავს ეხმაურებიან და თუ ხელისუფლება მათ თხოვნას, რომ არ დახურონ ე.წ. "ძველი საავადმყოფო" არ გაითვალისწინებს, აქციას აანონსებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, რეგიონი