ოზურგეთული კომპანია “მოცვის წარმოების პარტნიორი“, გახდა პირველი ქართული სანერგე მეურნეობა, რომელმაც თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა,
ამ დღეებში, კომპანიის კუთვნილი, ლურჯი მოცვის 15 ათასი ნერგი, ერთ ერთმა თურქულმა ფირმამ შეიძინა
ამის შესახებ ინფორმაცია, “გურიის მოამბეს” კომპანიის ერთერთმა მფლობელმა, ლევან ჩხაიძემ დაუდასტურა
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით. “მოცვის წარმოების პარტნიორი“ ქვეყნის, ხუთ უმსხვილეს სანერგე მეურნეობაში შედის.
კომპანიას, რომელიც ოზურგეთში 2016 წელს დაარსდა, დღეს პარტნიორები-გარდა თურქეთისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰყავს.
მას ძირითადად მოცვის სხვადასხვა ჯიშის ნერგები გამოყავს და საქართველოში 700 ათასი ჰექტარი ფართობი აქვს გაშენებული