ლანჩხუთელი რობიზონ კრუზო-ხორეთი-ხელისუფლებისაგან მიტოვებული სტიქიით დაზარალებულები

ეს ვახტანგ ოჩიგავაა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში მცხოვრები – 70 წელს გადაცილებული მამაკაცი –  მარტო ცხოვრობს და უკვე ორ თვეზე მეტია-7 სექტემბრის სტიქიური უბედურების შემდეგ-საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ვერც გამოდის და სახლში სტუმარსაც ვერ ღებულობს-რადგან მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა, მის საცხოვრებელთან მიმავალი გზა მთლიანად წაიღო, ისე, რომ არათუ მანქანით, არამედ ფეხით გადაადგილებასაც ვერ ახერხებს-ამიტომაც საკუთარ თავს, ხუმრობით რობიზონ კრუზოს ეძახის.

უიმედოდაა-არ სწამს რომ ხელისუფლება რაიმეს, თუნდაც იოტისოდენას, მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გააკეთებს.

თითქმის იგივე ბედს განიცდიან მისი თანასოფლელებიც….

ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და შველას ითხოვს

გურიაში მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად-რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მათ შორის ორი არასრულწლოვანის-დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და შველას ჟურნალისტებისაგან ითხოვენ

განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთშია, რომლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გარესამყაროს უკვე ორ თვეზე მეტია მოწყვეტილია და მათივე თქმით, მოსახლეობის ბედი, არავის ადარდებს და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად

სტიქიის შედეგად, ხორეთში ჩამოწვა რამდენიმე მეწყერი, მწყობრიდან გამოვიდა გზები, ადიდებულმა მდინარე შუთმა წაიღო მათი ნაკვეთები, არ არის წყალი, ბუნებრივი აირი, ხშირ შემთხვევაში დენიც და ხელისუფლება ხალხს, მათივე თქმით, საერთოდ არ ესაუბრება

დახმარებები, როგორც მოსახლეობა ჩვენთან საუბრობს, მხოლოდ “ქართული ოცნების: მხარდამჭერებზე და ნაცნობებზე ნაწილდება

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ადგილობრივების თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელ რიგ მონაკვეთებზე იმიტომ არ იწყება, რომ ერთმანეთში, ბუნებრივი აირის სოფლებში გამყვან კომპანიასა და ადგილობრივ ხელისდუფლებას შორის დავა მიმდინარეობს – თუ ვისი ბრალეულობაა სტიქიის ამ ზომის მასშტაბები

რადგან ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხორეთში განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა გაზის გაყვანის სამუშაოებმა გამოიწვია

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ხალხისათვის და თუ გზა არ არის უნდა ისარგებლონ შემოვლითი გზებით

ოპოიზიციაში კი აცხადებენ, რომ მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა სტიქიით დაზარალებულ სოფელში და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჯიბეების გასქელების გარდა

დღეს ტვ “მთავარზე” შეგიძლიათ იხილოთ სპეციალური რეპორტაჟი ხორეთიდან

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share