ლანჩხუთში 150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება

ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.  150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი მულტიპროფილური იქნება, სადაც პროფესიული განათლების მსურველები შეძლებენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს პროფესიების დაუფლებას.  ლანჩხუთის კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯის „ჰორიზონტი“ სასწავლო ბაზა იქნება. სამშენებლო სამუშაოების მომზადების პარალელურად, კოლეჯმა „ჰორიზონტი“ უკვე დაიწყო ინტენსიური დიალოგი ადგილობრივ კერძო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების შემუშავება-განხორციელების მიმართულებით.

ლანჩხუთის კოლეჯი 2022 წელს უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯის ბაზაზე იგეგმება დუალური, მოკლევადიანი და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი დარგების მიმართულებით.

ლანჩხუთის კოლეჯის მშენებლობით გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება. შედეგად, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.

 სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    "ვისაც გურულები და მათი საქმიანობა არ გევასებათ - დაახვიეთ რა!"-ირაკლი მახარაძეავლაბარში ვარ დაბადებული და გაზრდილი და მოკლედ მოვჭრი - ვისაც გურულები და მათი საქმიანობა არ გევასებათ - დაახვიეთ რა! ,,ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არმედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არმედ ქართულისავე ენისანი და არა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 91
    ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვაჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით აღიჭურვა. სკოლას წიგნები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან ერთად გადასცა. სკოლაში გაიხსნა ,,თანასწორობის კუთხე“, სადაც თავმოყრილი იქნება წიგნები, რომლებიც თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობისა და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს…
    Tags: და, საქართველოს, თანამედროვე, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 91
    "რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა"#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 91
    ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასულ წელს 10 მგელი მოკლაოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში 10 მგელი მოკლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებაში მოქმედმა მონადირეთა ჯგუფმა გასული 2020 წლის გამნმავლობაში ნატანებში, ბაილეთში, ლაითურში, ჩალიანისა და ლეკიანის საყანე ფართობებში 10 მტაცებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში მინიჭებული კვოტით ამოიღო. მტაცებლები გურიის ფერმერებსა და გლეხობას  უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ,…
    Tags: და, ოზურგეთის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი